ბათუმში ოთხი წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი განახლდა
ბათუმში ოთხი წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა ოთხი წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი. სასამართლო დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

სარა მირბობოიევამ მეგობრის შვილი ორი თვის წინ, აეროპორტის მიმდებარედ ნაქირავებ ბინაში ცემით მოკლა და ცხედარი პოლიციაში თავად მიიყვანა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესს ესწრებიან ბავშვის ძიძის ოჯახის წევრები. ისინი ბრალდებულის მეგობრის დაკავებასაც ითხოვენ, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო. მათივე განმარტებით, მცირეწლოვანს ორივე მათგანი სასტიკად გაუსწორდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი