ბათუმში ეროვნული ლიგის მატჩი მსაჯმა შეაჩერა #1TVSPORT
ბათუმში ეროვნული ლიგის მატჩი მსაჯმა შეაჩერა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა ბათუმის და თბილისის „დინამოებს“ შორის 62-ე წუთზე შეჩერდა.

საქმე ისაა, რომ 50-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე და მცველი, ტუნისელი გაიტ უაჰაბი ერთმანეთს შეეჯახნენ, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაშავდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს.

ამის გამო თამაში 12 წუთით იყო შეჩერებული. არბიტრმა კი თამაში დროებით შეაჩერა. ეროვნული ლიგის დებულებით, სანამ სტადიონზე სასწრაფო დახმარების ახალი მანქანა არ იქნება, თამაში ვერ განახლდება.

ამ დროისთვის ანგარიშია 3:1 თბილისელთა სასარგებლოდ. გოლები სტუმრებიდან გაიტანეს ონორე გომისმა (2) და ირაკლი სირაძემ, ხოლო მასპინძლებიდან – ლევან ხოზრევანძემ.