ბათუმში, „მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტიდან ორი მართვით სუნთქვაზეა
ბათუმში, „მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტიდან ორი მართვით სუნთქვაზეა

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამ დროის მონაცემებით 32 პაციენტია. კლინიკის მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, მათგან 31 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა, ერთი პაციენტის მდგომარეობა საეჭვოა და მას იკვლევენ.

კლინიკაში ერთი ინფიცირებული ფოთიდან გადაიყვანეს, ის ექიმია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა და წარმოადგენს ე.წ. ქობულეთის კლასტერს.

„ინფიცირებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენის მდგომარეობა კი, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის. სამი პაციენტია ასევე გამოჯანმრთელების სტადიაში“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.