ბათუმში კორონავიურსზე 33 პირის სინჯებს იკვლევენ, მათგან 15 ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება
ბათუმში კორონავიურსზე 33 პირის სინჯებს იკვლევენ, მათგან 15 ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

ბათუმში ამ დროისთვის ახალ კორონავიურსზე დამატებით 33 პირის სინჯებს იკვლევენ, მათ შორის 15 ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღის ბოლომდე შესაძლოა, სინჯები სხვა პირებზეც იყოს აღებული.

ბოლო დღეებში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევებიდან ნაწილი თბილისისა და ქუთაისის კლინიკებშია გადაყვანილი, ბათუმში მდებარე კლინიკა „მედალფაში“ კი, დღეისთვის მოთავსებულია 29 ინფიცირებული. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენების კი, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.