ბათუმში კორონავირუსზე ტესტი 382 პირს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია

11:01, 02.05.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსზე ტესტი 382 პირს ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ამდენად, აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბათუმში ინფიცირებულთა რაოდენობას სჭარბობს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ამ დროის მონაცემებით, ბათუმში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 31 პირი. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

მსგავსი