ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ შვიდი ინფიცირებული პაციენტი რჩება
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ შვიდი ინფიცირებული პაციენტი რჩება

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ შვიდი ინფიცირებული პაციენტი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა, რომელიც სახლში, თვითიზოლაციაში დაბრუნდა.

შვიდი პაციენტიდან კვლავ მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა. იგი მართვით სუნთქვაზე რჩება. საშუალო სიმძიმისაა ერთი ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. ხუთი პაციენტი კი, თავს შედარებით კარგად გრძნობს.

სტაბილურია დაინფიცირებული მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კლინიკაში აცხადებენ, რომ მას უკვე ტემპერატურის მატებაც აღარ აღენიშნება.

კლინიკა „მედალფას“ ერთდროულად 50 პაციენტის მიღება შეუძლია.