ბათუმში, კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვოს
ბათუმში, კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვოს

ბათუმში, კლინიკა „მედალფა“ შესაძლებელია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვოს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ტესტირების შედეგად მათი ანალიზის პასუხი უარყოფითია. დღეს სამივეს პროტოკოლით გათვალისწინებულ განმეორებით კვლევას ჩაუტარებენ და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტებს კლინიკიდან გაწერენ.

კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, რომ გამოჯანმრთელების სტადიაშია კიდევ ერთი პაციენტი.

ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ სულ 12 ინფიცირებულია. სამ მათგანს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.