ბათუმში კლინიკა „მედალფა“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ბათუმში კლინიკა „მედალფა“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან ექვსი პირი განიკურნა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში კიდევ ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ამასთან, დღეს დადასტურებული ექვსი შემთხვევის შემდეგ კლინიკას ოთხი ინფიცირებული დაემატება და სულ პაციენტების რაოდენობა 22-ს მიაღწევს.  ინფიცირებული დედა-შვილი  კი საკუთარი სურვილით თბილისის კლინიკაში გადავა.

მედიკოსების შეფასებით, კლინიკა „მედალფაში“ პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. გამოჯანმრთელების სიმპტომები აქვს უკვე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ 70 წლის მამაკაცს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. შესაძლოა, იგი ახლო მომავალში აპარატიდან მოხსნან.