ბათუმში ინფიცირებული მედიკოსების გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან
ბათუმში ინფიცირებული მედიკოსების გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებული მედიკოსების გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

კლინიკა უკვე დატოვა დღეს გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა. ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 33 ინფიცირებული.

ინფიცირებულთა უმრავლესობას პნევმონია აქვს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ 78 წლის მამაკაცს, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება, აღენიშნება დამაიმედებელი სიმპტომები.

ბათუმის ლაბორატორიაში დღესაც შევიდა რამდენიმე ათეული ანალიზი, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლო სამი დღეა, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.