ბათუმში გრიპის ვირუსის გართულებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

14:36, 11.01.2019

ბათუმში გრიპის ვირუსის გართულებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დაადასტურა.

„შემთხვევა დღეს დილით ბათუმის მედიცინის ცენტრში მოხდა, ლაბორატორიულად დადასტურებამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ლაბორატორიულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად გრიპით გარდაიცვალა, თუმცა მას ჰქონდა სხვა რისკფაქტორებიც“, – განაცხადა პირველ არხთან ზაალ მიქელაძემ.

აჭარაში მიმდინარე სეზონზე ეს გრიპით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

მსგავსი