ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიხსნა ჭადრაკში
ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიხსნა ჭადრაკში

ბათუმში ევროპის ოცდამეორე გუნდური ჩემპიონატი გაიხსნა ჭადრაკში. საზეიმო ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს.

თამაშები ხვალიდან, 24 ოქტომბრის, 15:00 საათიდან სასტუმრო „შერატონში“ დაიწყება. ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები ევროპის 39 ქვეყნიდან იბრძოლებენ.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ხუთი გუნდი დაიცავს, სამი ქალთა და ორი ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის 140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს დიდოსტატია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში ზუსტად 20 წლის წინაც გაიმართა.