ბათუმში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 65 წლის ქალია და ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პაციენტი მეათე დღეა იზოლაციაში იმყოფება.

„ინფიცირებული ოჯახთან ერთად იმყოფებოდა იზოლაციაში. მისი ოჯახის წევრებს ვირუსი არ აქვთ. ერთ-ერთს ორჯერ ჩაუტარდა კვლევა და ვირუსი არ დაუდასტურდა. მისი ყველა კონტაქტი თავიდან იქნება შესწავლილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ინფიცირებული კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმის არის.

დღეს გამოვლენილი ფაქტი „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებული 34-ე შემთხვევაა.