ბათუმში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში დღეს ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიამ 210 ადამიანის სინჯი შეისწავლა, მათგან მხოლოდ ერთის პასუხი იყო დადებითი.

ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია და იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

„ის ეკუთვნის ე.წ. ქობულეთის კლასტერს, ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში და სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონია. მისი ოჯახის არც ერთი წევრი ინფიცირებული არ ყოფილა. ჯამში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დადასტურებულია 36 შემთხვევა“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.