ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, არიან დაშავებულები [ვიდეო]

ძლიერმა ქარმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მრავალსართულიან სახლს სახურავი გადახადა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, სახურავის ნაწილი ქუჩაზე ჩამოვარდა და ავტომანქანები დააზიანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, არიან დაშავებულები.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბათუმში ძლიერი ქარის გამო, 11 შეტყობინება შევიდა. მათი ინფორმაციით, ძირითადად დაზიანებულია ხეები, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელს სახურავი გადახადა.

დატოვე კომენტარი