ბათუმში დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა
ბათუმში დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა

ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს არ გაზრდილა. კლინიკა „მედალფაში“ შვიდი პაციენტი რჩება.

შვიდი ინფიცირებულდიან 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„შვიდი ინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დანარჩენის მდგომარეობა შეიძლება, შეფასდეს, როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. ასევე, საშუალოდ მძიმეა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, სტაბილურია კორონავირუსით ინფიცირებული მედდის მდგომარეობაც. მას მესამე დღეა, ცხელება არ აღენიშნება.

აჭარაში ყველა ინფიცირებული „მედალფაში“ იმყოფება. კლინიკას ერთდროულად 50 პაციენტის მიღების საშუალება აქვს და აღჭურვილია ხელოვნური სუნთქვის 12 აპარატით.