ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა, ადგილი აქვს ინციდენტებს [ვიდეო]
ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.
გავრცელებული ცნობებით, თურქული „ბეშიქთაშის“ ქომაგები არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რაც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ მას შემდეგ, რაც „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა მათი მისამართით სხვადახსხვა საგნის სროლა დაიწყეს.
თურქულ საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ თამაში 21:45 წუთზე დაიწყო. ინციდენტების გამო თამაში დროებით შეჩერებული იყო. მატჩი ამჟამად განახლდა.
თავდაპირველად, თამაში თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების გამო მატჩის ადგილას ნეიტრალური სტადიონი – „ბათუმის არენა“ შეირჩა.
ინციდენტების ამსახველი ვიდეოები სოციალური ქსელით ვრცელდება.