ბათუმში „ბაბილონ თაუერი“ გაიყიდა
ბათუმში „ბაბილონ თაუერი“ გაიყიდა

ბათუმში „ბაბილონ თაუერი“ გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი შპს „ემ სი ქონსთრაქშენ“ გახდა, რომელიც ობიექტში 24 990 000 ლარს გადაიხდის.

კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე აითექინ მერალია.

შენობას აღსრულების ეროვნული ბიურო განმეორებით აუქციონზე, 33 პროცენტიანი ფასდაკლებით ყიდდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 24 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენდა.

„ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა 2012 წლის შემდეგ მიმდინარეობდა, თუმცა დღემდე შენობა დაუსრულებელია.