ბათუმში ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს
ბათუმში ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს

ბათუმში ავტომობილის საბურავები მოიპარეს. აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ბადრი ბერიძეს დღეს დილით ეზოში გაჩერებული ავტომანქანა ოთხივე საბურავის გარეშე დახვდა. ავტომობილს სხვა სახის დაზიანებები არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული ოთხიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.