ბათუმში არტ ფესტივალი „არგანი“ გაიმართება
ბათუმში არტ ფესტივალი „არგანი“ გაიმართება

ბათუმში ხელოვნების ფესტივალი შოუს ელემენტებით „არგანი“ დღეს გაიხსნება. ბათუმი ფესტივალს სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალზე სტუმრებს პირველად ინოვაციური ხელოვნების ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელოვანები ახალ ნამუშევრებს მაყურებელთა წინაშე შექმნიან. ფესტივალში ცნობილი ბენდები იღებენ მონაწილეობას.

​სტუმრებისთვის ფოტო და ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, სკულპტურების გამოფენა-გაყიდვა, ცივი მინანქრის, პოლიმერული თიხის, ტყავის, აქსესუარების დამზადებაზე უფასო მასტერკლასები და ფოიერვერკების შოუ გაიმართება. იოგით დაიტერესებულებისთვის იოგის კუთხე მოეწყობა.

ფესტივალზე ღია კინოჩვენებები გაიმართება. ასევე ქართველი დიზაინერის მოდელების ჩვენება და გაყიდვაა დაგეგმილი.

მასშტაბურ ფესტივალში ხელნაკეთი ნივთების 50 ოსტატი, 30 ცნობილი მხატვარი და ფოტოგრაფი, მუსიკოსები, სულ 120-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს.