ბათუმში, აქციაზე პოლიციელის დაშავების ფაქტზე შესაძლოა, მოკვლევა დაიწყოს
ბათუმში, აქციაზე პოლიციელის დაშავების ფაქტზე შესაძლოა, მოკვლევა დაიწყოს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, პოლიციელის დაშავების ფაქტზე შესაძლოა, მოკვლევა დაიწყოს.

ანანიაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას დეტალების გარკვევის შემდეგ მიიღებენ.

„მასთან გასაუბრებისა და დეტალების გარკვევის შემდეგ, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. თავად პოლიციელს არ აქვს სერიოზული დაზიანებები, იგი კლინკაში არ იმყოფება“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.