ბათუმში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბათუმში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს ახალი კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათთვის ჩატარებული განმეორებითი ტესტის პასუხები უარყოფითია.

კლინიკის მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, ოთხი მათგანი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, ერთი კი, დაწესებულებაში რამდენიმე დღე კიდევ დარჩება.

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 23 კოვიდინფიციებული რჩება.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.