ბათუმში 78 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ბათუმში 78 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან 78 წლის პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. კლინიკა „მედალფადან“ იგი უკვე გაწერეს.

გამოჯანმრთელებული პაციენტი ქალი 76 წლის მამაკაცისგან დაინფიცირდა, რომელიც ამჟამად კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან.

„მას აღენიშნებოდა პნევმონია, თუმცა მკურნალობის შემდეგ მას აღარ ჰქონდა ვირუსი, რაც ორჯერ ჩატარებულმა ტესტმაც დაადასტურა და პნევმონიისგანაც სრულად განიკურნა. პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა“, – განაცხადა „მედალფას“ მენეჯერმა, ლევან ანთაძემ.

მედალფაში“ 37 ინფიცირებული რჩება. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა სულ 14 პაციენტი.