ბათუმში 27 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო
ბათუმში 27 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო

ბათუმში ზღვაში 27 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ალისა და ნინოს ქანდაკებასთან ახლოს მოხდა.

აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა.

„შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში დაახლოებით 19:45 საათზე შემოვიდა. ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა. ოპერატიულად, დაახლოებით 20 წუთში ამოვიყვანეთ ცხედარი“, – განაცხადა აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თოიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი