ბათუმში 23-წლამდელ სთრონგმენთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება #1TVSPORT
ბათუმში 23-წლამდელ უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სერბეთის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელები მიიღებენ. ჩემპიონატზე ათლეტები საკუთარი ძალისა და გამძლეობის დემონსტრირებას სხვადასხვა დისციპლინაში (105 კგ, +105 კგ.) მოახდენენ.
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 8 ივლისს, 17:00 საათზე ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღებს. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია.
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი და საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტი არიან.