ბათუმში​, ბაგრატიონის ქუჩაზე ხანძარია [ვიდეო]

ხანძარია ბათუმში​, ბაგრატიონის ქუჩაზე.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთი ბინა იწვის.

​ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი. ​​თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სახლის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მათ შორის სახანძრო კიბე.