ბათუმსა და ოზურგეთში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები გაიმართება
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები დღეს ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონულ კონფერენციებზე საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ბათუმში კონფერენცია 12:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ოზურგეთში კი 14:00 საათზე ურეკის კულტურის სახლში გაიმართება.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.