ბათუმს კიდევ ერთი დაძმობილებული ქალაქი შეემატა
ბათუმს კიდევ ერთი დაძმობილებული ქალაქი შეემატა

„ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში ბათუმს კიდევ ერთი დაძმობილებული ქალაქი შეემატა.

ბათუმსა და უკრაინის ქალაქ უმანს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმებას ლაშა კომახიძემ და უმანის მერმა ალექსანდრ ცებრიმ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა, ითვალისწინებს თანამშრომლობის ხელშეწყობას ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სპორტის, სოციალური და გარემოს დაცვის სფეროებში.

ბათუმობასთან დაკავშირებით აჭარას ბათუმთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციები ეწვივნენ უკრაინის, ლატვიის, სომხეთის, ბელარუსის, პოლონეთისა და რუმინეთის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები.