ბათუმს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები სტუმრობენ
ბათუმს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები სტუმრობენ

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და „ევროსპორტის“ ტექნიკური დირექტორი დევიდ გოლსტრომი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს, ბათუმის ვიცე-მერს თენგიზ პეტრიძეს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მინდია ქათამაძეს შეხვდენ და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჩემპიონატის ჩატარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სტუმრები ინფრასტრუქტურის შესწავლას ამჯერად უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური სამსახურის ხელმღვანელებთან ერთად განაგრძობენ.