„ბათუმმა“ ევროპის სუპერთასზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT  
„ბათუმმა“ ევროპის სუპერთასზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT  

ევროპის სუპერ თასზე სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ მე-4 შეხვედრა გამართა, სადაც „ბათუმი რაგბი არენაზე,  „რუმინულ ვულვზს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 23:3 დაამარცხა.

ბათუმელებმა პირველ ტაიმში ორი ლელოს დადება მოახერხეს და 12:0-ს იგებდნენ, მეორე ტაიმში კი მეტოქემ მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო და საბოლოო ჯამში, მატჩი 23:3 დასრულდა.

ლელოები ბექა ურჯუკაშვილმა, ბექა მამრიკიშვილმა და ანზორ სიჭინავამ დადეს, ორი ჯარიმა და გარდასახვა კი ზუსტად რეზი ჯინჭველაშვილმა შეასრულა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მას მხოლოდ „შავი ლომი“ უსწრებს, რომელსაც 12 ქულა აქვს.

„ბათუმი“ შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს „თელ ავივ ჰითის“ წინააღმდეგ გამართავს.