ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაიჭრა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.
საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, ერთ დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეს კი ამჟამად უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.