ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მესამე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა არ დაფიქსირებულა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მესამე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა არ დაფიქსირებულა

მესამე დღეა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ დაფიქსირებულა.

კლინიკაში მყოფი 35 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია ერთი 78 წლის მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. სტაბილურია კლინიკაში მყოფი შვიდივე მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ორი გამოჯანმრთელებულიც, რომლებსაც აღენიშნებათ „ნარჩენი გართულებები“ პნევმონიის ჩათვლით. მათ ვირუსი აღარ უფიქსირდებათ, თუმცა მკურნალობის გასაგრძელებლად, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩენა მოუწიოთ.