ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში კლინიკა „მედალფას“ დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან პაციენტების გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ინგა ხოზრევანიძის ინფორმაციით, გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფ პირებს პირველადი ტესტირება უკვე გაუკეთეს და პასუხებს ელოდებიან.

როგორც კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, ამჟამად მათთან მკურნალობას 15 პავიენტი გადის. 15 პაციენტიდან ორი რეანიმაციაში იმყოფება, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება.

„რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა ისევ მძიმეა, რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას გაუმჯობესება უკვე დაეტყო, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია“, – განაცხადა ინგა ხოზრევანიძემ.