ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში, კლინიკა „მედალფადან“ ხუთი პაციენტი დღეს გაეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

„ინფიცირებულთაგან სწორედ ხუთს განმეორებითი ტესტების შედეგად უარყოფითი პასუხი დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდნენ“,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტები დღეს ან ხვალ დატოვებენ კლინიკას.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან სულ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 92 პაციენტია გამოჯანმრთელებული.