ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კიდევ სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კიდევ სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

ბათუმში, კლინიკა„ მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მათ განმეორებითი ტესტის შემდეგ „კოვიდ-19“ აღარ დაუდასტურდათ.

სავარაუდოდ ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ.

ამდენად, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირებულთა რაოდენობა 28-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში მედიკოსები კიდევ ათი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

დღეს გამოჯანმრთელებულებიდან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაუმჯობესდა კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა და მედიკოსები არ გამორიცხავენ, რამდენიმე დღეში ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.