ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 35 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 35 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ დღეს დადასტურებული ერთი შემთხვევის შემდეგ 35 ინფიცირებული პაციენტია. მათგან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, დანარჩენის კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტიდან კლინიკა უკვე დატოვა სამმა, ორი პირი კი მკურნალობას ისევ გააგრძელებს.

„მათ აღარ აქვთ კორონავირუსი, ეს განმეორებითი ტესტირების შემდეგ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ სახეზეა ნარჩენი გართულებები, რაც პნევმონიას უკავშირდება, ამიტომ რეანიმატოლოგებმა მათი დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.