ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 31 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს 
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 31 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს 

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს დადასტურებული ერთი შემთხვევის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა 31 პაციენტამდე გაიზარდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, დღის ბოლოს კლინიკა რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვოს.

„პირველადი კვლევის შემდეგ მათ ვირუსი აღარ დაუდასტურდათ. დღის განმავლობაში ველოდებით საკონტროლო კვლევების მეორად პასუხებს და ამის შემდეგ გადაწყდება, დატოვებენ თუ არა კლინიკას ეს პირები“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, კლინიკაში დღეს გადაყვანილი 60 წლამდე ქალის მდგომარეობა არის მსუბუქი, ასევე უმჯობესდება მართვით სუნთქვაზე მყოფი მამაკაცის მდგომარეობაც.