ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დარჩენილი 15 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

კრიტიკულ მდომარეობაშია 81 წლის პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე სიტუაციის გაუარესების გამო გუშინ გადაიყვანეს.

დარჩენილი 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის მედიკოსები უახლოეს დღეებში მათი უმრავლესობის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა 42-ს აღწევდა, ეს რიცხვი 15-მდე შემცირდა.

30 აპრილის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 297 პაციენტი.