ბათუმის კლინიკა „მედალფა“ 54 წლის ქალმა დატოვა, რომელიც ქობულეთის კლასტერის პირველი ინფიცირებული იყო
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა 54 წლის ქალმა, რომელიც ქობულეთის კლასტერის პირველი ინფიცირებული იყო. იგი კლინიკიდან შვილთან ერთად გავიდა, რომელიც ასევე გამოჯანმრთელდა. დედა-შვილი იმ ხუთ გამოჯანმრთელებულს შორისაა, რომელთა შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
„მედალფაში“, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 35 ინფიცირებული რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენის კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.
ამასთან, მათივე ცნობით, სტაბილურ მდგომარეობაშია შვიდივე მედიკოსი, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. სულ ინფიცირებულთაგან კლინიკაში 13 გამოჯანმრთელდა.