ბათუმის კაპიტნის ღირსეული ჟესტი - თევდორაძემ მედალი გულშემატკივარს დაუთმო (ვიდეო)
ბათუმის „დინამოს“ კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ თავისი კუთვნილი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ვერცხლის მედალი გუნდის გულშემატკივარს, ზაალ დევაძეს გადასცა. ეს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელების დაჯილდოებაზე მოხდა.
ზაალ დევაძე ბათუმის გუნდის გამორჩეული ქომაგია. ის უსინათლოა და „დინამოს“ 1979 წლიდან გულშემატკივრობს. წელსაც საყვარელი გუნდის თამაშებს ყოველთვის ესწრებოდა და ამიტომ, ბათუმელთა კაპიტნის ეს კეთილშობილური ჟესტი უდავოდ ღირსეული საქციელი იყო.
„მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვენ განსაკუთრებული გულშემატკივრები გვყავს. მაგრამ მათ შორისაც კი ზაალ დევაძე გამორჩეულია. გვინდოდა, მისთვსი მადლობა გადაგვეხადა და ვერცხლის მედლით დავაჯილდოვეთ. ჩვენს ვიცე-ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი გულშემატკივრებმა შეიტანეს და ეს მედლები მათ ეკუთვნით” – ამბობს ვაკო თევდორაძე.
ზაალ დევაძე: „მედალი გუნდის კაპიტანმა დამითმო და ეს დიდი და ეს დიდი დაფასებაა. უღრმესი მადლობას ვაკას და მთელ გუნდს. 1979 წლიდან ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ – ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობ. ახალ ჩემპიონატს განსაკუთრებულად ველოდები და იმედია, ახალ არენაზე ჩემპიონობას ერთად ვიზეიმებთ”.