ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრებში 40 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრებში 40 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან

ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან დღეს დილის მონაცემებით, ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნილია 40 პირის სინჯი. პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

პარალელურად, გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების კვლევაც და სავარაუდოდ გამოსაკვლევ სინჯთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს მიაღწევს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში 4300 პირს ჩაუტარდა კვლევა. მათ შორის 1000 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.