ბათუმის „დინამომ“ მონტენეგროელი მცველი საშა ბალიჩი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 33 წლის მონტენეგროელი ცენტრალური მცველი, საშა ბალიჩი დაიცავს. შეთანხმება 1-წლიან ურთიერთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში.
საშა ბალიჩი მონტენეგროელი მცველია, უთამაშია სერბეთში, ხორვატიაში, უკრაინაში, რუმინეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და პოლონეთში.
ბალიჩმა კარიერა „ბოკელიში“ დაიწყო, უთამაშია „ბელგრადში“, „გრბალში“, ხორვატულ „ინტერ ზაპრეშიჩში“, კრივოი როჰის „კრივბასში“, ლუბინის „ზაგლებიეში“, სადაც თორნიკე გაფრინდაშვილი თამაშობს და ერთი წელი გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ 2022 წლის ივნისში „ზაგლებიე“ დატოვა.
2022 წლის 21 ივნისს ბალიჩი შეუერთდა ეკსტრაკლასაში დაბრუნებულ კელჩეს „კორონას“ და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ კლუბი ორმხრივი შეთანხმებით 2023 წლის 1 მარტს დატოვა.
საშა ბალიჩს მონტენეგროს ნაკრებში 9 წელი იწვევდნენ. დებიუტი 2011 წლის მარტში უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა – სულ 13 მატჩი ითამაშა (გოლი არ გაუტანია). ბოლო სანაკრებო შეხვედრა 2020 წლის ნოემბერს ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარა.