ბათუმის „დინამოსა“ და „ზორიას“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოსა“ და „ზორიას“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ლუგანსკის „ზორიასთან“ საკონტროლო შეხვედრა გამართა და 2:2 ითამაშა.

ბათუმელებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს და ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნეს – ჟან ვიქტორმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, შეტევა გიორგი წიტაიშვილმა გააგრძელა, ბურთი გაბრიელ რამოსს გადააწოდა და „დინამოში“ დაბრუნებულმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა.

ტაიმის ბოლო წუთზე უკრაინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ „დინამოს“ კარში დანიშნული პენალტით ედუარდო გერერომ ვერ ისარგებლა – ბურთი ბათუმელთა მეკარემ, როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმში უკრაინელებმა ანგარიში კუთხურის გათამაშების შემდეგ გაათანაბრეს – გოლი ანდერსონ ჯორდანმა თავური დარტყმით გაიტანა. 13 წუთში ბათუმელები ალეფ სანტოსმა კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, მაგრამ „ზორიამ“ ბოლომდე იბრძოლა და თამაში გადაარჩინა –  უკრაინელების შეტევა ვიკენტი ვოლოშინმა დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბათუმის „დინამო“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 17 თებერვალს გამართავს – ანდრეი დემჩენკოს გუნდი კვლავ უკრაინულ კლუბს, „ჩერკასს“ ეთამაშება.


„დინამო“ (ბათუმი) – „ზორია“ (ლუგანსკი) 2:2


გოლები: 1:0 გაბრიელ რამოსი (5), 1:1 ჯორდანი (55), 2:1 ალეფ სანტოსი (68), 2:2 ვიკენტი ვოლოშინი (90+2).

გამოუყენებელი პენალტი: გერერო (45).

„დინამო“ (სასტარტო შემადგენლობა): კვასხვაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე, ვანდერსონ სილვა, ალეფ სანტოსი, ვიტინიო, ჟან ვიქტორი, ღუდუშაური, რამოსი, წიტაიშვილი.