ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლები ლისაბონის სამიტში მონაწილეობდნენ – მოლაპარაკებები 20 ცნობილ კლუბებთან გაიმართა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ საფეხბურთო სამიტს, TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და სააგენტოების 500-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე კლუბის სპორტული დირექტორი ჰაიკ ჰოვაკიმიანი და ქართული მიმართულების სკაუტი ნიკა ჭანტურია იმყოფებოდნენ.
მათ პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო სატრანსფერო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გამართეს 20 ისეთ ცნობილ კლუბთან, როგორებიც არიან ბილბაოს „ატლეტიკი“, „ლევანტე“, „საუთჰემპტონი“, „ოსერი“, „მონცა“, „ალ-ქადისია“ და სხვები.
სამუშაო სესიების შემდეგ ჰაიკ ჰოვაკიმიანი და ნიკა ჭანტურია დაესწრნენ სპეციალურ გალაღონისძიებას – TransferRoom 10K Awards-ს, რომელიც პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ მე-10000 ტრანსფერსა და საფეხბურთო ინდუსტრიის ლიდერების დაჯილდოებას მიეძღვნა.