ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი – ვფიქრობ, მზად ვართ, ევროპულ სარბიელზე დიდი ოცნება ავიხდინოთ #1TVSPORT

12:45, 25.07.2026

„შესაძლებელია, ბათუმის „დინამოში“ რაღაც ძალიან განსაკუთრებული და უნიკალური შევქმნათ“ – ამის შესახებ ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა, ჰაიკ ჰოვაკიმიანმა ისაუბრა.

„კარიერაში ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში ვიმუშავე. ვეცდები, რომ ბათუმის „დინამოში“ ჩემი გამოცდილება და ცოდნა გამოვიყენო. ძლიერი გუნდის ასაშენებლად ძლიერი ჯგუფია საჭირო. ჩემი პრიორიტეტი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ყველას ერთმანეთის იმედი ექნება.

ამბიციური ადამიანი ვარ და ამიტომ „დინამოს“ გამოწვევას დავთანხმდი. ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობას აქვს გრძელვადიანი ხედვა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, შესაძლებელია, ბათუმში რაღაც ძალიან განსაკუთრებული და უნიკალური შევქმნათ. კლუბის იდენტობის, მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და გულშემატკივრობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მზად ვართ, ევროპულ სარბიელზე დიდი ოცნება ავიხდინოთ“.

მსგავსი