ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო ტურნირზე ოთხი გუნდით მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო ტურნირზე ოთხი გუნდით მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის გუნდები თურქეთში გაემგზავრნენ და საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირი Junior World Cup Antalya 2025 თურქეთში გაიმართება და მასში ბათუმის „დინამოს“ აკადემია, რომელსაც ირაკლი ბალაძე ხელმძღვანელობს, ოთხი ასაკობრივი გუნდით იქნება წარმოდგენილი: U11 (მწვრთნელები მერაბ გეთია და ბექა მახარაძე), U12 (მთავარი მწვრთნელი გია ჯორბენაძე), U13 (სანდრო ბერგამო და საბა მესხი) და U14 (მთავარი მწვრთნელი პაატა მაჭუტაძე).

ბათუმის „დინამოს“ აკადემია შედარებით ახალია, თუმცა უკვე ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში და თავადაც არაერთხელ გამხდარა საფეხბურთო ფესტივალების ორგანიზატორი.

აკადემიის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენოს აჭარის რეგიონის საფეხბურთო პოტენციალი და თბილისის „დინამოსა“ და „იბერიის“ მსგავსად, რამდენიმე წელიწადში ძირითადი შემადგენლობა საკუთარი აღზრდილებით დააკომპლექტოს.