ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - რთულია, სიტყვებით გადმოვცე ჩემი გულისტკივილი მალხაზ მახარაძის გარდაცვალების გამო #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - რთულია, სიტყვებით გადმოვცე ჩემი გულისტკივილი მალხაზ მახარაძის გარდაცვალების გამო #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელისა და გუნდის კაპიტნის, მალხაზ მახარაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რთულია, სიტყვებით გადმოვცე ჩემი გულისტკივილი ძვირფასი და ერთგული მეგობრის, მალხაზ მახარაძის გარდაცვალების გამო.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მალხაზ მახარაძე ჩემი ბავშვობის კერპი იყო, სამაგალითო კაპიტანი და ბათუმის „დინამოსთვის“ შეუცვლელი მოთამაშე. განსაკუთრებულია მისი წვლილი ჩვენი კლუბის თანამედროვე ისტორიაში, მსურს, თუნდაც დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ბათუმის „დინამოს“ მმართველთა საბჭოს სახელით და თანავუგრძნობთ მალხაზ მახარაძის ოჯახსა და მეგობრებს“.