ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ესპანელების ტრანსფერებს არ ადასტურებს - მათზე არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელებს ველაპარაკებით
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ესპანელების ტრანსფერებს არ ადასტურებს - მათზე არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელებს ველაპარაკებით

ბათუმის „დინამოში“ არ ადასტურებენ ესპანელი მოთამაშეების, მეკარე ხოსე პერალესისა და მცველ ვიკტორ მონხილის დამატებას – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ილაპარაკა.

გავრცელებული ხმების მიხედვით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელები დაიმატა.

„ესპანელებს ნამდვილად დაველაპარაკეთ, მაგრამ არ დაგვიმატებია. ორივე მაღალი დონისაა, პერალესიც მომწონს და მონხილიც, მაგრამ მოლაპარაკება მათზე არანაკლები დონის მოთამაშეებთან წამოვიწყეთ – ერთი სერბეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მეორე რუსეთის პრემიერლიგაში. იმედია, ეს ტრანსფერები გამოვა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძე.

ხოსე პერალესი და ვიკტორ მონხილი თბილისის „დინამოს“ რიგებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვეს.