ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე - ჩემპიონობას ჯონი ბაკურიძის ხსოვნას ვუძღვნი #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე - ჩემპიონობას ჯონი ბაკურიძის ხსოვნას ვუძღვნი #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გუნდის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა ჯონი ბაკურიძის ხსოვნას მიუძღვნა, რომელმაც ბათუმის გუნდის ახალი ისტორიის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამის შესახებ არჩილ ბერიძემ კომენტარი „დინამოს“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

„სიმბოლურია, რომ პირველი ჩემპიონობა ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზაზე ვიზეიმეთ, იქ სადაც ყველაფერი ერთად დავიწყეთ. ჩემს წილ ჩემპიონობას ჯონი ბაკურიძის ხსოვნას ვუძღვნი“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ბათუმის „დინამოს” ერთ-ერთი მთავარი სპონსორი და კლუბის ხელმძღვანელი ჯონი ბაკურიძე 50 წლის ასაკში 2020 წლის თებერვალში გარდაიცვალა. 2020 წელს ბათუმის „დინამოს“ ანგისას სპორტულ ბაზას ჯონი ბაკურიძის სახელი მიენიჭა.

1923 წელს დაარსებული ბათუმის „დინამო“ იყო საქართველოს თასის (1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998), არის 4-გზის ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–98, 2014–15, 2019, 2020) და ორჯერ ბრინჯაოს მედლების მფლობელი (1996-97, 2016), მაგრამ 98-წლიან ისტორიაში გუნდმა ოქროს მედლები პირველად სწორედ წლევანდელ სეზონში მოიპოვა.