„დინამო თბილისმა“ ვერ მოიგო და საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ გახდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ვერ მოიგო და საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ გახდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისი“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას“ ესტუმრა და მხოლოდ  ქულა მოიპოვა – 0:0.

35 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 67 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ბათუმის „დინამოს“ (71) ვეღარ დაეწევა, ხოლო „სამტრედიამ“ (20) ლიგაში დარჩენის შანსი სამი ტურით ადრე დაკარგა და მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს.

ამ შედეგით ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

რაც შეეხება „დინამო თბილისს“, გუნდმა ჩემპიონის ტიტული დაკარგა და ახალ ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.