ბათუმის „დინამოს“ ნაცვლად „ასტანაში“ - ბარნს ოსეი ყაზახეთში ითამაშებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ნაცვლად „ასტანაში“ - ბარნს ოსეი ყაზახეთში ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ყოფილი ნახევარმცველი ბარნს ოსეი, რომელსაც ბათუმის „დინამოს“ უკავშირებდნენ, „ასტანაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას ყაზახური კლუბი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბმა „ასტანამ“ კონტრაქტი გააფორმა განელ ნახევარმცველ ბარნს ოსეისთან. ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდეა გათვლილი, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პირობით“, – წერია ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ბარნს ოსეი პორტუგალიაში იზრდებოდა, ის „პაკოს დე ფერეირას“ აღზრდილია. ნახევარმცველი „დინამო თბილისში“ კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს, 2021 წელს კვიპროსული „ნეა სალამინადან“ მიიწვიეს.

ოსეი გახდა ეროვნული ლიგის ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული. ჯამში, „დინამოში“ 11 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.